სიახლეები
როგორ შევარჩიოთ სწორად საბავშვო სათამაშოები?
სწორი სათამაშოს არჩევა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი მიიღოს მაქსიმალური სარგებელი თამაშისგან.
1. ასაკის შესაბამისობა საბავშვო სათამაშოებისთვის
- ყოველთვის შეარჩიეთ საბავშვო სათამაშოები, რომელიც შეესაბამება ბავშვის ასაკს.
- ძალიან პატარა დეტალები ბავშვისთვის შეიძლება სახიფათო იყოს, ხოლო ძალიან მარტივი სათამაშოს მიმართ არ გამოიჩინოს ინტერესი.
2. განვითარების მიზანი
- განსაზღვრეთ, რა უნარებს გამოიმუშავებს სათამაშო
- გონებრივი განვითარება (კონსტრუქტორები, პაზლები)
- ფიზიკური უნარები ( ბურთები, აქტიური სათამაშოები)
- სოციალური უნარები (გუნდური თამაშები, როლური თამაშები)
3. მასალა და უსაფრთხოება
- პრიორიტეტი მიეცით ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო მასალებს, როგორიცაა ხე ან სილიკონი.
- შეამოწმეთ, რომ არ იყოს სათამაშო გაფორმებული ტოქსიკური საღებავით.
- პსასტმასის სათამაშო ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს უხარისხოს ან საზიანოს ჯანმრთელობისთვის.
4. შემოქმედებითი სტიმულირება
- სათამაშო უნდა აღვივებდეს კრეატიულობას და დამოუკიდებელ აზროვნებას.
- კონსტრუქტორები, STEM ნაკრებები, მექანიკური მოდელები — ბავშვებს ასწავლიან პრობლემის მოსაგვარებლად ექსპერიმენტებისა და აზროვნების გამოყენებას.



